პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ მიაჩესლავ გოცულს შეხვდა
„ნატო -საქართველოს სწავლება 2016“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე პოლონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. მიაჩესლავ გოცულმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და მათ მნიშვნელობაზე ალიანსის წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიაჩესლავ გოცულის პოლონეთის მხრიდან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„პირველ რიგში მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ და მადლობა გადავუხადო საქართველოში მოწვევისთვის. შეხვედრაზე ბევრ საკითხს შევეხეთ, შევაფასეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, პოლონეთი წამყვანი ქვეყანაა ორ დარგში, სპეც-დანიშნულების ძალებში და სამხედრო პოლიციის დარგში და ჩვენი სურვილია ამ მიმართულებებით საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. თანამშრომლობის გაძლიერება დადებითად აისახება, როგორც საქართველოს, ასევე პოლონეთის შეიარაღებულ ძალებზე.
შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ორგანიზების საკითხები. ძალიან მოხიბლული ვარ იმით რაც ვნახე და მოვისმინე საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე და გენერალურ შტაბში გამართულ პრეზენტაციაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნებისმიერ სფეროში, ტექნიკური მოდერნიზაციის ჩათვლით, დავეხმარებით მათ ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში.“ -განაცხადა მიაჩესლავ გოცულიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


