პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი ჰყავს. ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტია. სიამოვნებით მინდა, აღვნიშნო თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან, თავდაცვის მინისტრ გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან გამართავს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


