პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს პენტაგონში გამართავს, სადაც საქართველოსა და აშშ-ის შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება. დოკუმენტს ხელი თავდაცვის დეპარტამენტში მოეწერება.
როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ვიზიტს ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგის სამხედრო ქვედანაყოფში სტუმრობით დაიწყებს, სადაც ამერიკელ გენერლებთან გამართავს შეხვედრებს და ფორტ ბენინგის ფუნქციების, ამოცანისა და ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ პრეზენტაციას მოისმენს. ირაკლი ღარიბაშვილი ფორტ ბენინგის ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას და ერაყის საბრძოლო ოპერაციებში გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიაგებს პატივს.
ატლანტაში, ეროვნული გვარდიის ცენტრში თავდაცვის მინისტრი საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება და სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჯორჯიის შტატიდან ვაშინგტონში გადაინაცვლებს. იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში ღია სესიაზე, ასევე შეხვედრა საზღვაო ძალების წვრთნისა და განათლების სარდლობის ხელმძღვანელობასთან ქუანტიკოში. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც გაემგზავრება და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


