პოლიტიკა
საქართველოს სუვერენული უფლებაა ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან - იან კელი
საქართველოს სუვერენული უფლებაა ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან, აწარმოოს მოლაპარაკება ურთიერთობის დარეგულირებისთვის, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და აღნიშნულით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
იან კელი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების დარეგულირებამდე, უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობების ნორმალიზება და ბორდერიზაციის პრობლემის აღმოფხვრა.
„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას, მე ვიტყოდი, რომ ამისთვის უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს, ჯერ აღმოიფხვრას ბორდერიზაციის პრობლემა და ასევე პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას.
ასევე აღვნიშნავდი, რომ საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა თუ რა ურთიერთობა ექნება სხვა ქვეყნებთან, როგორ სტრუქტურებში მიიღებს ის მონაწილეობას, მაგრამ უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება და შემდეგ უკვე სხვა დონეზე გადასვლა“, - განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საჭიროა დიალოგი და ერთმანეთთან საუბარი.
ნინო ექვთიმიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


