პოლიტიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბერლინში ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ბერლინში საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა.
დავითაშვილის გარდა, აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრნენ გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლადო ჭანტურია და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე.
წელს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ფორუმის მთავარი განსახილველი თემა სოფლის მეურნეობა და წყლის რესურსების სწორი გამოყენება იყო. ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს წყლის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსის, სწორ და გონივრულ გამოყენებაზე სოფლის მეურნეობაში და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესიები, სადაც რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით, წყლის რესურსებზე წვდომაზე და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. ფორუმის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს კომუნიკე, რომელიც წყლის რესურსების სწორი გამოყენებით სოფლის მეურნეობის ეფექტიან და მდგრად განვითარებას ეხება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კრისტიან შმიდტმა ოფიციალური მიღება გამართა, რომელსაც ფორუმის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.
ფორუმი ყოველწლიურად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით იმართება და მასში 60 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი მონაწილეობს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


