პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, იაშარ ქადიოღლუ ხელმძღვანელობდა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას, რომელიც საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოვიდა – დელეგაციის წევრები, ქართველ კოლეგებთან ერთად, ავიაკატასტროფის ადგილზე შესაბამის ძებნა-შველის ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
„ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, იაშარ ქადიოღლუმ მადლობა გადაუხადა გეკა გელაძეს ეფექტიანი მუშაობისა და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. თურქი გენერლის თქმით, ქართული საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობდნენ გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, საელჩოს პირველი მრჩეველი მელიკე ილმაზ ოსკიფერი და სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი ესწრებოდნენ.
თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა. შედეგად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 20 მოსამსახურე დაიღუპა“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


