უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 თებერვალი, 2026 15:01
font-size

საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ არჩევნებში ჩარევის კონკრეტული მაგალითები, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში - ირაკლი კობახიძე

საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ არჩევნებში ჩარევის კონკრეტული მაგალითები, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველო იყო ძალიან იშვიათი გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც იმ პრობლემებზე საუბრობდა, რაც ევროკავშირშია შექმნილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის კრიტიკას შეეხებოდა ევროკომისიის მიმართ - სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას.

„ჩვენ, საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ ჩარევის კონკრეტული მაგალითები. მათ შორის, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ევროკავშირის ელჩის პირდაპირი გამოსვლა და მოწოდება ქართველი ხალხის მიმართ, რომ მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაზე უხეში და პირდაპირი ჩარევა ალბათ ძნელი წარმოსადგენია. რაც არის ასახული ამერიკულ დოკუმენტებში, ეს ჩვენი თვალით ვიხილეთ საქართველოს მაგალითზე. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. იყო ძალიან მარტივი კოორდინირებული მექანიზმი, რაც მიმართული იყო საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. გახსოვთ, რომ ევროკავშირის კონკრეტული წარმომადგენელი პირდაპირ გამოვიდა და მხარი დაუჭირა დამხობის გამოცხადებულ მცდელობას. ეს ყველაფერი არის კოორდინირებული ნაბიჯები. როდესაც ასეთ სქემებში ჩართულები არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ დამშვიდდეს ჩვენი სისტემა, დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა და შედგეს ძალიან ჯანსაღი დემოკრატიული წესრიგი. საბოლოოდ, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში. მაშინ ჩვენ ვიყავით მარტო, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით თითქმის, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის წევრ ერთ-ორ ქვეყანას, ასევე მსოფლიო მასშტაბით, დამატებით, შეიძლება ერთი - ორი ქვეყანა იყო. საქართველო იყო ძალიან იშვიათი გამონაკლისი, რომელიც საუბრობდა იმ პრობლემებზე, რაც არის შექმნილი ევროკავშირში, მათ შორის დემოკრატიის უკუსვლის კუთხით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ა.შ. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ამერიკულმა დოკუმენტებმა რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია,“- განაცხადა პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი