უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ოქტომბერი, 2018 17:05
font-size

საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით ცალკეული პოლიტიკური ძალისაგან კვლავ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია - თავდაცვის სამინისტრო

ცალკეული პოლიტიკური ძალისაგან კვლავ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს ან მათი უფლებები შეიზღუდება, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყებამ გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“ უპასუხა. ოპოზიციის ინფორმაციით, ხელისუფლება ხელოვნურად უქმნის პრობლემებს შეიარაღებულ ძალებს, რომ პრეზიდენტის არჩევნებში ვერ მიიღონ მონაწილეობა.

„მიუხედავად გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის ვრცელი და ამომწურავი განცხადებისა, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით ცალკეული პოლიტიკური ძალისაგან კვლავ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს ან მათი უფლებები შეიზღუდება. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ აღნიშნული ძალა ბრალდებას აფუძნებს სპეცუბნების გაუქმების თემას, რაც თითქმის ყველა პარტიის, ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოთხოვნა იყო, რადგან აღნიშნული ტიპის უბნები არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტად, ინსტრუმენტად მიიჩნეოდნენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ აღნიშნული პოლიტიკური პარტია რამდენად შორს დგას საერთო კონსენსუსზე და დემოკრატიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების აღიარებისაგან. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სპეცუბნების გაუქმებას არანაირი ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო მოსამსახურეებზე, საარჩევნო უფლების გამოხატვის კუთხით, რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლოს მდებარე საარჩევნო უბანზე, ხოლო ნაწილი - გადასატანი ყუთის მეშვეობით. უფრო მეტიც, შეიარაღებულ ძალებში სამხედროები პარასკევიდან ჩვეულებრივ სარგებლობენ შაბათ-კვირის დასვენების დღეებით და ასე მოხდება საარჩევნო დღესაც.

ასევე მოგახსენებთ, რომ გათვალისწინებულია ტერიტორიული პრინციპიც და ის სამხედროები, რომლებიც ცხოვრობენ დისლოკაციის ადგილიდან შორს, არცერთი მათგანი არ დარჩება ბაზაზე, ხოლო საარჩევნო დღის წესრიგი ისეა შემუშავებული რომ საარჩევნო დღეს ადგილზე დარჩენილმა ყველა სამხედრო მოსამსახურემ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, სწორედ ამგვარი პოლიტიკის დამსახურება იყო, რომ 2016 წელს თითქმის ყველა მოსამსახურემ არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღო. რაც შეეხება 28 ოქტომბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს, ამ ეტაპზე სულ 6 პირი მიიღებს მონაწილეობას რეგისტრაციის ადგილიდან სხვა საარჩევნო უბანში, თუმცა, არჩევდებამდე 6 დღით ადრე სამინისტროს აქვს ვადა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების შესახებ მიმართოს უბნებს. მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, სურვილის შემთხვევაში დისლოკაციის ადგილიდან შორს მცხოვრები ყველა პირი გაშვებული იქნება დათხოვნაში და მათ საშუალება ექნებათ სრულიად თავისუფლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, წინა ხელისუფლებს დროს დანერგილი მავნე პრაქტიკა, როცა არჩევნები ყაზარმულ მდგომარეობაში და ზეწოლის ატმოსფეროში ტარდებოდა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა. დღეს შეუძლებელია სამხედროებზე რაიმე ფორმით ზემოქმდება. საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმოადგენს დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს და ჯარი ეკუთვნის ყველა მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, ჯარი არის ნეიტრალური ინსტიტუტი, და პოლიტიკურ სპეკულაციებში მისი ჩათრევის ნებისმიერი მცდელობა პრინციპულად მიუღებელი და განწირულია“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი