პოლიტიკა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობიდან გადადგა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლიციის გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობიდან გადადგა.
საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებისადმი მიმართვას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს:
,,2011 წლის 7 ოქტომბერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებისა და საზოგადოებისთვის პოლიტიკური გეგმების გაცნობისთანავე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვდგავარ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში. 2012 წლის არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ გამარჯვებისა და ავტორიტარული რეჟიმის დამარცხების შემდეგ, სამსახურს შევუდექი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად, ხოლო 2013 წლის 22 ნოემბრიდან ვიმსახურე შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსად. დაკავებულ თანამდებობაზე სამსახურის პერიოდში არ დამიზოგავს ძალ-ღონე და ენერგია სასაზღვრო უწყებაში მესაზღვრეთა სოციალური პირობებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული წვლილი ვიზალიბერაციის მისაღებად საჭირო ვალდებულებათა შესრულებაში.
2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართე პატაკით პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
მადლობას ვუხდი იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ამ პერიოდში მომიწია სამსახური საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეცვალა ქართული პოლიტიკა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აღადგინა ურთიერთთანადგომისა და ურთიერთპატივისცემის ხიდი. მე ვრჩები მის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე ორიენტირებული გუნდის წევრად და მზად ვარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი მომავალშიც ვემსახურო ჩემს სამშობლოს’’, - წერს გამეზარდაშვილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


