პოლიტიკა
საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება განხორციელდა - შსს
2018 წლის ივნისში საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზასთან (Nominals) ინტეგრირება განხორციელდა.
შსს-ის ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლებს უკვე აქვთ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზის პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა.
უწყების ცნობით, აქამდე სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლებს მხოლოდ ინტერპოლის ხელთ არსებული მოპარული/დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების მონაცემთა სრულ ბაზასთან (SLTD) და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზასთან (SMV) ჰქონდათ პირდაპირი წვდომა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ჩატარდა სემინარი თემაზე – „ინტერპოლის საინფორმაციო ბაზასთან ელექტრონული კავშირის შესახებ“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა სასაზღვრო გამშვების პუნქტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სემინარს ინტერპოლის გენერალური სამდივნოდან მოწვეული ექსპერტი ბოჟიდარპოპოვიჩი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი გიორგი მეზვრიშვილი უძღვებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


