პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მაიკლ გეორგ ლინკს შეხვდა
საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორის, მაიკლ გეორგ ლინკის შეხვედრისას საარჩევნო პროცესებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს . სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ODIHR-ის ინსტიტუტთან თანამშრომლობა და იგი ყოველთვის ყურადღებით ეცნობა მის რეკომენდაციებს. „ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვთანამშრომლობთ, მათ შორის, აღსანიშნავია საარჩევნო პროცესების მონიტორინგი და ვაფასებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათ მიერ ანგარიშის მომზადებას. “ - აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ.
მაიკლ გეორგ ლინკის განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევს და მოხარულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებს შეუქცევადი სახე აქვს. მისივე თქმით- „ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დადებითად დასრულება ქვეყნის წარმატებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რასაც ვულოცავ თქვენს ქვეყანას და მის მოქალაქეებს.“ სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, როგორც ქვეყნის ხელისუფლების ასევე საერთაშორისო საზოგადოების მონდომების შედეგია და საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, მომავალშიც მოელის.
შეხვედრაზე, რომელსაც საპარლამენტო დელეგაციის წევრები არჩილ თალაკვაძე და გიორგი წერეთელი ესწრებოდნენ, საარჩევნო პროცესების მონიტორინგის საერთაშორისო მისიებში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


