უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2017 17:40
font-size

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ვიზიტს აგრძელებს.

ოფიციალური ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელთან, მიქელე ნიკოლეტისთან გამართეს. მხარეებმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის ურთიერთობისა და მათ შორის საქმიანობის კოორდინირების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლზეც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა. „ეს ჯგუფი სიდიდით მეორეა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან,დაახლოებით, 180-ზე მეტ დეპუტატს ითვლის. შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი დელეგაციის ძირითადი ნაწილი სწორედ სოციალისტების ჯგუფის წევრია და ჯგუფის ხელმძღვანელთან იმ საკითხებზე, იმ მიმართულებებზე ვისაუბრეთ, რაზეც შეიძლება ჩვენი ურთიერთობები აეგოს და როგორ მოხდეს ჩვენი საქმიანობის უკეთესად კოორდინირება იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა კომიტეტებში თუ პლენარულ სხდომაზე უფრო ძლიერად იყოს წარმოჩენილი. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლს. ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც საქართველოშია, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმა სამაგალითოა და ამის ირგვლივ უნდა განვითარდეს გარკვეული დისკუსიები, მოხდეს რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვა და ინფორმირება“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.

საპარლამენტო დელეგაციას შემადგენლობაში, თამარ ჩუგოშვილთან ერთად, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე შედიან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობის პარალელურად, ქართველი დეპუტატები მაღალი რანგის შეხვედრებს მართავენ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი