უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 იანვარი, 2017 18:40
font-size

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ეს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის პირველი ვიზიტია.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული დელეგაციისთვის, რადგან დელეგაციის განახლებულ შემადგენლობას შესაძლებლობა აქვს საბჭოს წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყოს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული შეხვედრები ქართველ დეპუტატებს საგარეო მიმართულებით კავშირების გაღრმავებასა და უცხოელი მეგობრებისთვის საქართველოში განხორციელებული რეფორმების, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დაეხმარება.

„ამ ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები როგორც ევროსაბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე სხვადახვა ქვეყნის დელეგაციებთან. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, გავაფართოოთ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობები, მაქსიმალურად ბევრ ქვეყანას და ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს მივაწვდინოთ ინფორმაცია იმ განვითარებისა და პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით აქვს - ამ შემთხვევაში, დემოკრატიული რეფორმების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე, მივაწოდოთ ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას და შესაბამისად, შევძლოთ მათი მობილიზება იმ თემებში, რომლებშიც უცხოელი მეგობრების დახმარება ძალიან გვჭირდება, მაგალითად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები და ა.შ. ამიტომ დელეგაცია ძალიან აქტიურად გეგმავს მუშაობას ამ კვირის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა ამ ასამბლეაში იქნება ძალიან აქტიური, ხარისხიანი და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას შეძლებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი