უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 ივლისი, 2017 15:20
font-size

საქართველოს სახალხო დამცველმა აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობასა და მის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

„სახალხო დამცველმა ამ საკითხებზე მედიაში არაერთი საჯარო კომენტარი გააკეთა, თუმცა, ვინაიდან მდგომარეობა უცვლელია, ამჯერად პროკურატურას უკვე წერილობითი ფორმით მიმართავს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 1 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს ქალაქის ცენტრიდან გაუჩინარდა.

,,მომდევნო დღეს ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც აზერბაიჯანის სამართალდამცავებმა დააკავეს და ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ჟურნალისტი მიუთითებს, რომ იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად სცემეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სახალხო დამცველის მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება იმავე სამინისტროს მიერ, ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს.

სახალხო დამცველის მითითებით, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტი უშუალო კავშირშია ეფექტიანი გამოძიების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტთან, როგორიცაა გამოძიების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. კერძოდ, გამოძიების მიმდინარეობის მიმართ საზოგადოების რწმენის განმტკიცებისთვის, მნიშვნელოვანია გამომძიებლებსა და გამოსაძიებელ დაწესებულებას შორის გამოირიცხოს იერარქიული ან/და ინსტიტუციური კავშირები, რაც გარანტირებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებით.

ამასთან, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პროცესუალური უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რათა მას და მის ადვოკატს მეტი შესაძლებლობა ქონდეთ დააკვირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, რომლის მიმართაც, როგორც წესი, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, მიიღოს გადაწყვეტილება აფგან მუხთარლის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის პროკურატურის გამომძიებლებისთვის გადაცემის თაობაზე და უზრუნველყოს აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს აღნიშნულ საქმესთან კავშირში მყოფ მოვლენებს. მათ შორის, საყურადღებოა გრიგოლ ორბელიანის მოედნის (ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის) მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლებიც მედიით გავრცელდა. მასალაში ჩანს, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც სავარაუდოდ კადრში აფგან მუხთარლი უნდა გამოჩენილიყო, კადრი ჩერდება და განსხვავებული ჩანაწერით იცვლება. კერძოდ, ვიდეომასალაში იცვლება დრო, ამინდი და მანქანების შემადგენლობა სადგომზე. აღნიშნულის თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ გაჩენილა ეჭვი ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის დასადგენად დაინიშნა თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მთავარ პროკურატურას აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა.

სამწუხაროა, რომ გამოძიების დაწყებიდან ერთი თვისა და რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც, ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე, ვერ ხერხდება საზოგადოებისათვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რაც გააჩენდა ნდობას გამოძიების დროულად და ეფექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დროულ რეაგირებას მოახდენს მის წინადადებაზე და დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა ზომას გამოძიების დროულად და ეფექტურად წარსამართად და ყველა დამნაშავე პირის მართლმსაჯულების წინაშე წარსადგომად. სახალხო დამცველი აგრძელებს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და მის ცალკეულ ასპექტებზე საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის’’, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი