პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში, რომელიც 10-11 აპრილს ნატოს დღეების ფარგლებში მიმდინარეობს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლზე, რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
“საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობა მთავარი პრიორიტეტია, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. აქტივობები, რომლებსაც მთავრობა ხალხის ამგვარი მხარდაჭერის მისაღებად ახორციელებს, საჯარო დიპლომატიის საუკეთესო მაგალითია. ამასთან, ჩვენ გვაქს პროგრესი როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ხალხის მხარდაჭერის მობილიზების თვალსაზრისით“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნეს. ფორუმს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


