უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მარტი, 2020 16:05
font-size

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის მიმართულებით უახლოესი პერიოდის რეისების განრიგი წარმოადგინა

„მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით კომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ და შედგენილი არის ევროპის მიმართულებით უახლოესი ორი კვირის ფრენების განრიგი.

საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ კვირის განმავლობაში შედგება მხოლოდ ორი რეისი. მიმდინარე კვირას, უკვე დღეს, განხორციელდება თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული იყო ბერლინში და ასევე, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის“ რეისი თბილისის მიმართულებით, რომლითაც კომპანია ჩამოიყვანს საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოდან წაიყვანს საკუთარ მოქალაქეებს. 26 მარტს განხორციელდება რეისი თბილისი-ვენა-თბილისი, ხოლო 31 მარტს - რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი. 3 აპრილს განხორციელდება რეისი თბილისი-ვარშავა-თბილისი, ხოლო 7 აპრილს - თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილს - რეისი თბილისი-ლარნაკა-თბილისი. ეს არის ის უახლოესი დღეების განრიგი, რისი შესაძლებლობაც ამ სიტუაციაში არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ ეტაპობრივად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ასევე შემდგომი პერიოდის განმავლობაში რეისების დაგეგმვაზე, რომ, ვიმეორებ, ეტაპობრივად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით აღნიშნულ რეისებზე ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. “ეს უნდა დაიცვას ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ამ რეისებს. გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ჭერი იყოს მტკიცედ, მყარად დაცული ავიაკომპანიის მიერ”- აღნიშნა მან.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უცხოეთიდან უკვე გამოიყვანა საქართველოს 3000-მდე მოქალაქე.

“საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ინტენსიურად მუშაობს უცხოეთიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. უკვე თვენახევარია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვახერხეთ 3,000-მდე ჩვენი მოქალაქის დაბრუნება სამშობლოში. განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიიდან და ა.შ. ეს სია საკმაოდ ვრცელია. უკვე განისაზღვრა ის მიმართულებები, საიდანაც, ამ ეტაპზე მოხდება საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა - მე ხაზს ვუსვამ, ეტაპობრივი გამოყვანა, რადგან არაერთხელ განვმარტე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: აუცილებელია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას. როგორც ცნობილია, შემოსული მგზავრები (საქართველოს მოქალაქეები) გადიან 14 დღიან აუცილებელ საკარანტინო პროცედურებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია იყოს დაცული ზუსტი თანაფარდობა არსებულ სივრცეებსა და საქართველოში დასაბრუნებელ მოქალაქეებს შორის“- აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ეს არის უახლოესი დღეების განრიგი, რომლის შესაძლებლობაც ამ ეტაპზე არსებობს და მუშაობა მიმდინარეობს სხვა მიმართულებებზეც. „შესაძლოა ამ მიმართულებითაც გარკვეული ცვლილებები იყოს და ამის შესახებ ოპერატიულად ეცნობება საზოგადოებას, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს საელჩოებთან და საკონსულოებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. არის ასევე ავიაკომპანიის შესაბამისი ცხელი ხაზიც“.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი