პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი შარვაშიძე დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი შარვაშიძის დანიშვნას, რომელიც სამინისტროში ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებას წარუძღვება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი შარვაშიძეს აქვს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის აზიის რეგიონში, საქმიანობის დიდი გამოცდილება. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს კერძო კომპანიებში, ასევე გააჩნია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში საქმიანობის გამოცდილება.
გიორგი შარვაშიძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. მიღებული აქვს ICN ბიზნეს სკოლის (საფრანგეთი, ქ.ნანსი) და UNICATT-ის (იტალია, ქ.მილანი) საერთაშორისო მენეჯმენტის მაგისტრის, ასევე აღმოსავლეთ ჩინეთის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (ჩინეთი, ქ.შანხაი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.
გიორგი შარვაშიძე უფლებამოსილების შესრულებას 2017 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


