უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 მარტი, 2019 11:40
font-size

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ურუგვაისა და არგენტინას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 16-23 მარტს ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა არგენტინასა და ურუგვაის. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს კონფრენციაში „სამხრეთ-სამხრეთი თანამშრომლობა“ (south-south cooperation) და სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს, რომელთა შორის არიან ლათინური ამერიკის, აფრიკის, წყნარი ოკეანის ქვეყნების აუზის სახელმწიფოთა მეთაურები.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს არგენტინასა და ურუგვაიში. არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედება არგენტინელ კოლეგას ხორხე ფორისს, ასევე არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ქ. ბუენოს-აირესში დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან ლათინური ამერიკისა და აფრიკის სახელმწიფოებიდან.

ურუგვაიში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან როდოლფო ნინ ნოვოასთან, ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტთან, სენატის თავმჯდომარესთან, ასევე წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან და ურუგვაის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, როგორც არგენტინაში, ასევე ურუგვაიში შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ( FAO ) დირექტორობის კანდიდატი საქართველოდან დავით კირვალიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი