პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიელ კოლეგას შეხვდა
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან ანჯელინო ალფანოსთან.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და იტალიის მეგობრული ურთიერთობები. აღინიშნა რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, მისი პროგრესი ქვეყნის რეფორმირების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც საქართველოს იტალიისთვის გამორჩეულ და სანდო პარტნიორს ხდის რეგიონში. მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული დაინტერესება გამოიხატა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. გამოითქვა მზადყოფნა იტალიამ უმასპინძლოს საქართველოს ბიზნესმენთა დელეგაციას, ისევე როგორც შეიქმნას ერთობრივი ფორმატები ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების ხელშეწყობისთვის.
იტალიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარ მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიმართ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ამ გზაზე საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან ძალისხმევას.
მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს იტალიაში, რამაც ახალი ბიძგი მისცა იტალია-საქართველოს ომხრივ ურთიერთობებს. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


