პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა
25-27 აგვისტოს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის მიხაელ როტის მოწვევით ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს ეწვევა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან მიხაელ როტთან. შეხვედრისას მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. შეხვედრისას მხარეები ასევე ისაუბრებენ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის მიმდინარეობასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძოდ ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან ფედერაციასთან ურთიერთობების და ევროპულ საკითხებში, ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ფრანკფურტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


