პოლიტიკა
საქართველოს რეგიონში საუკეთესო დემოკრატია უნდა ქონდეს, თქვენ ახლოს ხართ ამ ყევლაფერთან - ლიტვის სეიმის დეპუტატი
ლიტვის სეიმის დეპუტატის, ზიგმანტას პავილიონისის შეფასებით, საქართველოს რეგიონში საუკეთესო დემოკრატიის მქონე ქვეყანა უნდა გახდეს.
მისი თქმით, საქართველოს დამატებითი რეფორმების გატარება სჭირდება.
ამის შესახებ ლიტველმა დეპუტატმა ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ამერიკა-საქართველოს ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მუდმივად თქვენს გვერდით ვართ. მივესალმებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგ მხარდაჭერას. საჭიროა, რომ ამერიკამ უკრაინას სამხედრო კუთხით დაემხაროს და გააქტიუროს მუშაობა საქართველოს ნატოშ-ი ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით. თქვენს ქვეყანას რეგიონში საუკეთესო დემოკრატია უნდა ქონდეს. უნდა აჩვენოთ საუკეთესო შედეგები ეკონომიკაში. თქვენ ახლოს ხართ ამ ყევლაფერთან.
თქვენი მდგომარეობა უკეთესია ლიტვასთან შედარებითაც კი, მაგალითად, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და კორუფციის დაბალი მაჩვენებლის მიხედვით.
თქვენ დამატებითი რეფორმები გჭირდებათ. დაალაგეთ ჩემოდნები ბაქანზე და მატარებელიც მოვა“,-აღნიშნა პავილიონისმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


