უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 აპრილი, 2017 15:40
font-size

საქართველოს რეგიონში ყველაზე წარმატებული დემოკრატია აქვს, ამიტომ, აქტიურად უნდა დავაყენოთ უსაფრთხოების საკითხები - ბათუ ქუთელია

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას განცხადებით, რუსულმა რევანშიზმა მსოფლიო უსაფრთხოების დღის წესრიგს ახალი გარემოებები შეუქმნა.

ამის შესახებ ქუთელიამ „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების“ მეოთხე ფორუმის ფარგლებში მედიას განუცხადა.

მისი თქმით, ძველი პოსტ ცივი ომისეული წესრიგი შერყეულია, ახალ კონტურებზე მუშაობა კი, ეხლა მიმდინარეობს.

„რუსულმა აგრესიულმა რევანშისზმა შექმნა ახალი გარემოებები მსოფლიო უსაფრთხოების დღის წესრიგის კუთხით. კერძოდ, ძველი, ლიბერალური პოსტ ცივი ომისეული წესრიგი მნიშვნელოვნად შერყეული არის, ხოლო ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებზე ეხლა მიმდინარეობს მუშაობა“,-აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სამხრეთ კავკასიის რეგიონი ორი რეგიონის- ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის კვეთაზე აღმოჩნდა.

მისივე თქმით, საქართველოს, რეგიონში განსაკუთრებული როლი აქვს, რადგან მას წარმატებული დემოკრატია გააჩნია.

„ამ სიტუაციაში, სამხრეთ კავკასია მოხვდა კვეთაზე ორი უმნიშვნელოვანესი რეგიონის - ევროპის და ახლო აღმოსავლეთის. შესაბამისად, ჩვენი რეგიონის როლიც და ფუნქციაც არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე თუნდაც ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ჩვენს რეგიონში, საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს, იმდენად რამდენადაც, საქართველო არის ყველაზე წარმატებული დემოკრატია და აქედან გამომდინარე, გვაძლევს საშუალებას უფრო აქტიურად დავაყენოთ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები“,-აღნიშნა ბათუ ქუთელიამ

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი