სამართალი
საქართველოს პროკურატურის დელეგაცია იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
საქართველოს პროკურატურის დელეგაცია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის ხელმძღვანელობით იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომელიც ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX)-ის ორგანიზებით მოეწყო.
მასპინძელთა მხრიდან შეხვედრას ორგანიზება გაუწია იტალიის რესპუბლიკის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომელიც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ადგილობრივი სასამართლოსა და პროკურატურის ორგანოების საქმიანობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან და საბჭოს წევრებთან, რა დროსაც მასპინძლებმა ქართულ დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია მათი უწყების საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ.
ქართულმა დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის მაფიისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ დირექტორატში, სადაც უწყების მთავარმა პროკურორმა და დირექტორატის წევრებმა ქართველ პროკურორებს გაუზიარეს გამოცდილება ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მასპინძლებს მიაწოდეს ინფორმაცია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საგამოძიებო უწყებების საქმიანობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რა დროსაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ საგამოძიებო ორგანოს საქმიანობას ზემოხსენებული დანაშაულების გამოძიების მეთოდიკას, მტკიცებულებათა მოპოვებისა და დასაშვებობის სტანდარტებს.
ვიზიტის ფარგლებში ქართველი პროკურორები ასევე ესტუმრნენ რებიბიას პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც გაეცნენ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების სასჯელის მოხდის სპეციალურ პირობებს.
ვიზიტის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


