პოლიტიკა
საქართველოს პროკურატურამ პროფესიული დღე აღნიშნა
საქართველოს პროკურატურამ პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღე აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოს პროკურატურისთვის გასული წელი ერთ-ერთი დატვირთული და მნიშვნელოვანი წელი იყო. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს პროკურატურის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს და აღინიშნა, რომ უწყების მუდმივ პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დააჯილდოვა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად, სანიმუშოდ და მაღალ პროფესიონალურად შესრულებისთვის, პროკურატურის ორგანოებში ერთგული და ხანგრძლივი საქმიანობისთვის ყველაზე მაღალი და საპატიო ჯილდო - საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭა და სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ვაჟა მაღრაძე.
საქართველოში პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


