სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების შესაბამისად ეფექტური გამოძიების ჩატარება უზრუნველყო
საქართველოს მთავარი პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების შესაბამისად ჩატარებული გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს:
,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების ბრალდების საქმეზე, პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი არის ამავე დაწესებულების 3 ყოფილი მსჯავრდებული, რომელთა მიმართაც 2015 წლის 20 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე - „გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე. დასახელებულ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მთავარი პროკურატურის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად ამ ეტაპისთვის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების სამი ყოფილი თანამშრომელი. გამოძიება გრძელდება დანაშაულთან კავშირში მყოფ სხვა პირთა დადგენის მიზნით. დაკავებულებს ბრალდება უკვე წარედგინათ და პროკურატურა კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით.
ასევე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პროკურატურა პრიორიტეტულად აგრძელებს გამოძიებას ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით საქართველოს მხარეს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება. აღნიშნულ პროცესზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.“
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


