პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს უკრაინის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
გიორგი მარგველაშვილს დღეს საქართველოში უკრაინის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა. ახლადდანიშნულმა ელჩმა გიორგი მარგველაშვილს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პირადი მოკითხვა გადასცა.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობისა და ერთობლივად განხორციელებული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო განიხილეს, და ერთმანეთთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემა.
იგორ დოლგოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განმტკიცების საქმეში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


