პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება მაინც და მაინც არასერიოზული და ზედაპირული განცხადებებით უნდა მიიქციოს - გია ვოლკსი კარასინის განცხადებაზე
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის თანახმად, რუსმა დიპლომატმა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არ გამორიცხა.
ვოლსკის თქმით, კარასინის ნათქვამი გიორგი მარგველაშვილის „არასერიოზულ“ განცხადებებს მოჰყვა.
„ვითომ, მარგველაშვილმა არ იცის, რომ ამას მომზადება სჭირდება, ყურადღება მაინც და მაინც არასერიოზული და ზედაპირული განცხადებებით უნდა მიიქციოს. ამ განცხადების გაკეთება საჭირო არ იყო. კარასინის პასუხმაც დაგვარწმუნა იმაში, რომ მარგველაშვილი არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს. მომზადება იმას ნიშნავს, რომ ვითარება უნდა შეიქმნას, წინასწარი მოლაპარაკებები უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით არც ვითარებაა, არც მოლაპარაკებებია. ტერიტორიები ოკუპირებულია, უამრავ საკითხზე პოლარიზებულად განსხვავებული პოზიციები გვაქვს. პრეზიდენტმა წინაპირობების შექმნაზე უნდა ილაპარაკოს, თუ მას პრეტენზია აქვს სერიოზულობაზე“, - განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის, კარასინმა აღნიშნა, რომ „თეორიულად შესაძლებელია შეხვედრა ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, მაგრამ ამისთვის კარგი მომზადება სჭირდება“.
2 დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


