პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი GMF-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე GMF (The German Marshall Fund of the United States)-ის და რუმინეთის ასპენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.
კონფერენციის სახელწოდებაა „რამდენად დაცულია აღმოსავლეთ ფლანგი“. თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვა სესიაზე - უსაფრთხოება პარტნიორული ურთიერობის გაძლიერების გზით.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულ პანელზე იმსჯელებენ NATO-ს პარტნიორი ქვეყნების როლზე მოკლევადიან პერსპექტივაში, ვარშავის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებების განხორციელების და გრძელვადიან პერსპექტივაში კი, საერთო ევროპული და რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში.
რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თენგიზ ფხალაძე უკვე შეხვდა რუმინელ კოლეგას ბოგდან აურესკუს.
შეხვდრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების, შავ ზღვაზე თანამშრომლობის გაღრმავების, ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხები. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს პრეზიდენტის რუმინეთში ვიზიტსაც.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


