პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ვილნიუსში კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთად, ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს ეწვია და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა და რომლებსაც ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა მოაწერეს.
განზრახულობათა დეკლარაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დეკლარაციის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, ნატო-მ და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხება ოპერატიული განზომილების სივრცეში აიყვანეს და ის, როგორც ხმელეთი და ზღვა ახალ, ოპერატიულ განზომილებად განიხილება, სადაც შესაძლოა, ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას გარკვეული საფრთხეები შეექმნას კიბერშემოტევების შედეგად, ამიტომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, აუცილებელია, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთო სწავლებების ჩატარება.
ლევან იზორიას განცხადებით, სწორედ, ლიეტვუაში არსებული კიბერთავდაცვის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს სურს ამ მიზნების განხორციელება, რათა ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იყოს დაცული კიბერშეტევებისგან.
დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში მუზეუმი - ,,ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის ხელმომწერთა სახლი" დაათვალიერა და ,,ლიეტუვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციას" გაეცნო.
სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში დღეს სრულდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


