პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სერიოზულ პოლიტიკურ ამინდს უნდა ქმნიდეს და ასეთად სწორედ ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია - დიმიტრი ხუნდაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იქნება საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი. ხუნდაძის შეფასებით, პრეზიდენტის პოსტზე ივანიშვილი „ყველაფერს დაალაგებს და ბევრ რამეს შეცვლის“.
„დღეს ბევრს საუბრობენ საპრეზიდენტო კანდიდატებზე მმართველი პარტიიდან. ყველა, ვინც შეიძლება მოიაზრებოდეს და ვისზედაც კი საუბარი ყოფილა მედიის მხრიდან, ღირსეული პირია, თუმცა, ვფიქრობ, ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი სერიოზულ პოლიტიკურ ამინდს უნდა ქმნიდეს და ასეთად სწორედ ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია.
როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდა, მე განვაცხადე, რომ რეალური ცვლილებები იქნებოდა, ასეც მოხდა. ახლაც მჯერა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, მისი პრეზიდენტობა ყველაფერს დაალაგებს და ბევრ რამეს შეცვლის. ეს დღეს სჭირდება ქვეყანას და არა მმართველ პარტიას, მითუმეტეს, არც თავად ბიძინა ივანიშვილს.
„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ნებისმიერი კანდიდატით ისედაც გარანტირებული აქვს“, - განაცხადა ხუნდაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


