პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ პარტიას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით დიალოგის განახლებას სთავაზობს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ პარტიას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ძირითად პრინციპებზე შესათანხმებლად და სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად ფართომასშტაბიანი დიალოგის განახლებას სთავაზობს.
„ოკუპაციისა და ანექსიის ფონზე, გასულ წელს პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად, დიალოგის დაწყება შევთავაზე. კონსულტაციებში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, მმართველი კოალიციის გარდა, რაც რბილად, რომ ვთქვათ ჩემთვის გაუგებარი იყო.
გთავაზობთ, განვაახლოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი, რაც უნდა გახდეს წინაპირობა ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად და ამ ხედვის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ქუთაისში ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


