სამართალი
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის შესამუშავებლად ევროკავშირის მისიის მოწვევისაკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს წინადადებით მიმართავს და მოუწოდებს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისია მოიწვიოს.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ქუთაისში გააკეთა.
„ბალანსისა და გაწონასწორების სისტემაზე საუბარი აზრს მოკლებულია, თუ სასამართლო არ იქნება პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არის ახალი ქართული სახელმწიფოს ერთერთი უმთავრესი გამოწვევა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


