პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისაგან
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების პროცესს გამოეხმაურა.
როგორც აბაშიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისაგან.
,,საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების დროს ჩვენ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, მაღალი ლეგიტიმაციის, ფართო ჩართულობის მაქსიმალური პოლიტიკური ნდობისა და კონსენსუსის უზრუნველყოფა.
საქართველოს პარლამენტის მხრიდან შემოთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ ვფიქრობ, არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, საკითხთა განხილვის დემოკრატიულობას და არ არის ორიენტირებული ფართო კონსენსუსის მიღწევაზე. უფრო მეტიც, აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნულ და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე.
შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისაგან, თუმცა ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ავამუშავებთ ამ თვალსაზრისით არსებულ ერთადერთ საკონსტიტუციო ნორმას - კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას’’, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარყო პრეზიდენტის ინიციატივა, რომლითაც საკონსტიტუციო კომისიაში თანათავმჯდომარეები უნდა ყოფილიყვნენ პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც ცნობილია, კომისიას თავად პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


