უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 მაისი, 2017 17:55
font-size

საქართველოს პეტრო პოროშენკო ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ეწვევა.

ამის შესახებ კობახიძემ უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი პარუბისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა იმ ქვეყანაში, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია უკრაინელი ხალხის მიმართ. ქართველ და უკრაინელ ხალხს საუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგი საფუძველი იმისთვის გამოვიყენოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ჩვენ აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის დღე, რამდენიმე დღის წინ, ჩავატარეთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა და ძალიან გვიხარია, რომ ამ ორ ღირსშესანიშნავ თარიღს დაემთხვა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში. ჩვენი ქვეყნები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთმანეთს მუდმივად გვერდში ედგნენ და ეს თანადგომა ბუნებრივია გრძელდება და მომავალშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ძალიან გვიხარია, რომ ძალიან აქტიურ ფაზაში შედის ჩვენი ურთიერთობები“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა, რაც ბუნებრივია ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამატებითი მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის აგრესიასთან. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები და ამოცანები, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა, იმისათვის რომ ჩვენი საერთო მიზნები იყოს მიღწეული. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ ურთიერთობების გაღრმავებაზე, მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე და გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხებზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ სრული მხარდაჭერა ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ერთმანეთის მხარდაჭერა იმ პროცესში, რასაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვია და კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მუშაობა ამ მიზნების მიღწევისათვის“,- განაცხადა კობახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი