პოლიტიკა
საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს და სწორედ ეს არ მოსწონს ევროპელი ბიუროკრატების ნაწილს - კახა კალაძე
ევროპელი ბიუროკრატების ნაწილმა ვერ შეძლო ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის მოყვანა და ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ზოგიერთი ევროპელი დეპუტატის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკა.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი დეპუტატების ნაწილს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს და უნდათ, ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოიყვანონ.
„ვიცით მოტივი, თუ რატომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა. არ არის ახალი არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის. ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი საქართველოში არჩევნებში დამარცხდა. ისინი გამჭვირვალობის კანონზე მოგვიწოდებდნენ, ცუდია, დემოკრატიას ეწინააღმდეგებაო, ამ დროს ბრიუსელში თავადვე საუბრობენ, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტები უნდა მიიღონ. ბოლო წლებში რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების დამხობის. ეს ყველაფერი გარედან ფინანსდებოდა. მათ ჰყავდათ და ჰყავთ თავიანთი პატრონები, რომლებსაც უნდათ, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, რომელიც ხალხის ინტერესებს იცავს. სწორედ ეს არ მოსწონთ. ვერ შეძლეს ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოეყვანათ, რომლებიც მზად იყვნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ, რასაც პატრონები დაავალებდნენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


