უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 დეკემბერი, 2016 12:05
font-size

„საქართველოს პატრიოტები“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დახურვას მოითხოვენ

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დახურვას ითხოვენ.

როგორც ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კომიტეტზე დღეს „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროექტი უნდა განიხილონ, რომელიც ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრას უკავშირდება.

,,რეზოლუცია არ უნდა ერქვას ამ დოკუმენტს. ამის შესახებ მე კომიტეტის სხდომაზე ვიტყვი აუცილებლად. სათაური წავიკითხე მექანიკურად. მთავარია იქ ეწერა, რომ საგარეო პოლიტიკას ეხება ეს დოკუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. იმედი მაქვს, რომ საფუძვლიანად ვისაუბრებთ ამაზე. ბევრი საინტერესო ფორმულირებებია. ბევრს ვეთანხმებით,მაგრამ რაღაც დებულებებს არ ვეთანხმებით. მე საჯაროდ ვერ გეტყვით რას არ ვეთახმები. დოკუმენტში არის სერიოზული წინააღმდეგობა ძირითად საკითხებში. ჩვენი ძალის პოლიტიკურ შენიშვნებს კომიტეტზე აუცილებლად დავაფიქსირებ და მოვითხოვ იმასაც, რომ ეს კომიტეტი დახურულ ფორმატში წარიმართოს“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ცნობისათვის: პარტია „ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ ახალი რეზოლუცია მოამზადა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ამოცანად ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელდება.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი