პოლიტიკა
„საქართველოს პატრიოტები“ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ვეტოს ე.წ. ფარული მსომენების კანონზე - ირმა ინაშვილი
საპარლამენტო პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ის მხარს უჭერს პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე დადებულ ვეტოს.
„საქართველოს პატრიოტები“ კონცეპტუალურად არ ვეთანხმებით წარმოდგენილ კანონს, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია არცერთი მოსმენისას, შესაბამისად ჩვენ მხარს დავუჭერთ პრეზიდენტის ვეტოს, თუმცა კარგად გვესმის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ხსნის ამ ვეტოს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური აქტი და ესაა დადასტურება და გამოხატულება იმისა, რომ პრეზიდენტი არ იზიარებს ამ კანონის სულისკვეთებას“, - თქვა ინაშვილმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. ფარული მოსმენების კანონს. დღევანდელ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ კანონში გამოიკვეთა ორი ხარვეზი, რომელიც ეხება ფარული მოსმენების განმახორციელებელი სააგენტოს დამოუკიდებლობასა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე დაკისრებულ ხარჯებს. გამოსვლის ბოლოს მან მოუწოდა საპარლამენტო უმრავლეოსობას, გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები.
შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


