პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა „გირჩის“ წინადადება „სითი პარკთან“ დაკავშირებით განსახილველად არ მიიღო
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უარი უთხრა ახალ პოლიტიკურ პლატფორმა „გირჩის“ საკანონმდებლო წინადადების განხილვაზე, რომელიც ეხებოდა „სითი პარკთან“ პარკირების განსაზღვრული წესების შეცვლას.
პარტიის წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა აღნიშნული წინადადების განხილვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, საკითხი არ შედის საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაში, ასევე ამ დროისთვის „სითი პარკის“ ფუნქციების შეზღუდვა არაა საჭირო, რასაც „გირჩი“ არ ეთანხმება. იაგო ხვიჩიას თქმით, არაა გამორიცხული, რომ „სითი პარკის“ შენარჩუნება ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს.
„როგორც იცით, „გირჩმა“ საქართველოს პარლამენტს მიმართა საკანონმდებლო წინადადებით აღვირახსნილი „სითი პარკის“ შეზღუდვის შესახებ, რომ კომპანიას არ ჰქონოდა საშუალება, ასე გადაეყვანა ჩვენი მანქანები დაცულ ავტოსადგომზე და ადამიანებისთვის 10 ლარის ნაცვლად გადაეხდევინა 150 ლარი.
პარლამენტისგან მივიღეთ წერილი ქალბატონი ეკა ბესელიას ხელმოწერით, რომელშიც ის უარს აცხადებს ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განხილვაზე შემდეგი არგუმენტაციით: პირველი, ის ამბობს , რომ ეს საკითხი არ განეკუთნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას, ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია. მე აქვე მივუგებდი ჩემს კოლეგას, იურისტ ეკა ბესელიას, რომ ჩვენ გვინდოდა ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც, მართალია, არაა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, არამედ საქართველოს სსრ უმაღლესი პრეზიდიუმის მიერ 1982 წელს, მაგრამ არის კანონი, რომელშიც ცვლილებები შეტანილია საქართველოს პარლამენტის მიერ და არასდროს თბილისის მერიას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს აზრად არ მოსვლიათ, ამ კანონში ცვლილებები შეეტანათ. შესაბამისად, ესაა სრულიად აბსურდული არგუმენტი, რომელიც შეეძლო ეპასუხებინა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს.
რაც შეეხება მეორე არგუმენტს, ქალბატონი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მიზანშეუწონელია ახლა „სითი პარკის“ შეზღუდვა. მე შევახსენებდი ქალბატონ ეკას 2011-2012 წლებში მიცემული წინასაარჩევნო დაპირება, როცა თვითონ ეკა ბესელია და მისი პარტია „ქართული ოცნება“ „სითი პარკის“ ალაგმვას პირდებოდა საქართველოს მოსახლეობას. მაშინ თუ იყო მიზანშეწონილი, რა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში და ხომ არაა ადგილი ფარულ გარიგებას ეკა ბესელიას პარტიასა და „სითი პარკს“ შორის. სხვა რამ განაპირობა მიზანშეუწონლობას, თუკი 5 წლის წინ ეს იყო მიზანშეწონილი. ეს კითხვები მაქვს ეკა ბესელიასთან“, -განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


