პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა ჩვენს დელეგაციას უნდა მისცეს ოფიციალური დელეგაციის სტატუსი - ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას მოსკოვურ ვიზიტს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ფრაქციის წევრთა ჩასვლა რუსეთში არ უნდა აღიქმებოდეს ქვეყნის ღალატად, რადგან ვიზიტები ემსახურება ქვეყნის დაცვას ახალი ტერიტორიების დაკარგვისგან.
ინაშვილმა ასევე მოუწოდა პარლამენტს, „პატრიოტთა“ დელეგაციას ოფიციალური დელეგაციის სტატუსი მიანიჭოს.
„პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბდა, სადაც საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს, ქვეყნის მტრობად, რუსეთის აგენტობად არის აღქმული. ამ აბსურდული ლოგიკით, ყველაზე დიდი აგენტი არის ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ ნატო რუსეთის იზოლაციას არ აპირებს, ნატო აპირებს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ ახალი პრობლემებისგან, ახალი ტერიტორიების დაკარგვისგან. ის, რომ მოხდეს ურთიერთგარკვევა, ურთიერთობების დარეგულირება, ამ ნაწილში ჩვენ ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია. მეტს გეტყვით, საქართველოს პარლამენტმა ჩვენს დელეგაციას უნდა მისცეს ოფიციალური დელეგაციის სტატუსი, რომ ოფიციალური დელეგაცია ჩადიოდეს რუსეთის დუმაში და მართავდეს შეხვედრებს“, -აღნიშნა ინაშვილმა.
როგორც ლომიამ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ვრცელ კომენტარს მოსკოვის ვიზიტის შესახებ ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


