პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს
დღეს საკანონმდებლო ორგანო საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას მასპინძლობს.
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა, მეუღლეებთან ერთად, პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერეს. საექსკურსიო ტური პარლამენტის შიდა ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოდან დაიწყო. დელეგაციის წევრები პარლამენტის სასახლეში ქართული პარლამენტარიზმის ისტორიასთან დაკავშირებით განთავსებულ ექსპონატებს - მეფე ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულს (1708-1710), 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციას გაეცნენ. სტუმრებმა 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურის, ნოე ჟორდანიას ბარელიეფი და პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაათვალიერეს.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები: პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა) შედიან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


