პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს
სხდომაზე პარლამენტის ნდობის ჯგუფმა მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე მაისურაძის და სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულების - დაზვერვის სააგენტოს უფროსის, მიხეილ ძაგნიძის ინფორმაცია, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და იმსჯელეს იმ შესაძლო რისკებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც შესაძლოა დადგეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი.
„სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ რეგიონში უსაფრთხოების გარემოს ცვლილებების ფონზე საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურები აგრძელებენ სიტუაციის მუდმივ მონიტორინგს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.
როგორც ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა დანაყოფი, მათ შორის საგარეო დაზვერვა, პროფესიონალურად მუშაობს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, ქართული სპეცსამსახურები აქტიურად და კოორდინირებულად თანამშრომლობენ როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის, ასევე რეგიონის სხვა სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან.
სხდომაში ნდობის ჯგუფის წევრები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


