პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ საფრანგეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და სენატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
ოფიციალური ცნობით, ფრანგ კოლეგებთან შეხვედრისას, მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ პარლამენტებს შორის არსებულ პარლამენტთაშორის ურთიერთობებს, აგრეთვე, საქართველოში ჩატარებული 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას საპარლამენტო დონეზე. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის თაობაზე, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით.
„ორმხრივ შეხვედრებზე, ფრანგი კოლეგებისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ გზავნილი, რომ საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, დროულად იქნას მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე და ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ამ მექანიზმით სარგებლობა. ახლა, როდესაც გადალახულია მთავარი ტექნიკური შეფერხება, დარწმუნებული ვარ საბოლოო გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული”, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.
„მე წარმოვადგენ ოპოზიციურ პარტიას საქართველოს პარლამენტში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ კრიტიკულნი ვართ მმართველი პარტიის მიმართ, ეს არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის თემასთან მიმართებაში განსხვავებული აზრი გვაქვს, რადგან ქართველი ხალხის ამას იმსახურებს. ეს საკითხი არ უნდა განვიხილოთ როგორც მხოლოდ ევროპაში უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით”, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ფრანგულმა მხარემ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


