პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა
ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ჰელმენ კუტის შეხვდნენ.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობა. საუბარი, ასევე, შეეხო თანამშრომლობას ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით.
ქართულმა მხარემ ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჰელმენ კუტიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველო წარმატებით აგრძელებს იმ რეფორმებს, რაც ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს. ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საუბარი, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს შორის აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას შეეხო.
მხარეებმა აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


