პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი იღებს ყველა ზომას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში - ირაკლი კობახიძე
პარლამენტი იღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, - განაცხადა საქართველოს პრლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
“ეს ფორუმი არ არის რიგითი ღონისძიება. ფორუმის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ და ვმსჯელობთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ნატო-საქართველოს პარტნიორობა, გამოწვევებით სავსე ახალ ეპოქაში სტრატეგიული პარტნიორობა, საჯარო დიპლომატიის როლი საზოგადოების მდგრადობის გაზრდაში და ა.შ. მოხარული ვარ, რომ ამ დისკუსიებში იზრდება საქართველოს პარლამენტის როლი და ჩართულობა. ეს არის ლოგიკური მოვლენა, რადგან ჩვენს მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე პარლამენტი იმკვიდრებს საკვანძო ადგილს და როლს სახელმწიფო მმართველობის სისტემაში. საქართველოს პარლამენტმა გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური არჩევანის შესრულების უზრუნველსაყოფად; საქართველოს კონსტიტუციაში აისახა საგანგებო ნორმა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე. საქართველოს პარლამენტმა მიიღო საგანგებო რეზოლუცია, რომელშიც მკაფიოდ აისახა ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიოტეტები.
საქართველოს პარლამენტი იღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


