პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი არც ერთ ისეთ საკონსტიტუციო ნორმას არ მიიღებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებთ, საქართველოს პარლამენტი არც ერთ ისეთ საკონსტიტუციო ნორმას არ მიიღებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული.
როგორც კობახიძემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვენეციის კომისია წარადგენს.
“განვიხილეთ ყველა დეტალი, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან. შევთანხმდით თანამშრომლობის გეგმებზე. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განაცხადი ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გვაქვს ძალიან ამბიციური განაცხადი გაკეთებული იმის თაობაზე, რომ მთელი გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ იქნება მოწოდებული. ჩვენ განვაცხადეთ, საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. ჩვენი ეს განაცხადი რა თქმა უნდა, შესრულებული იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ვენეციის კომისიას მადლობა გადაუხადა მზადყოფნისთვის, მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


