სამართალი
,,საქართველოს მუსლიმთა კავშირის“ უმაღლესი სამმართველოს უფროსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
,,საქართველოს მუსლიმთა კავშირის“ უმაღლესი სამმართველოს უფროსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
,,ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტებისთვის, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებიან, ეს გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თავდაპირველად დასადგენია, რა ფორმით იყო პროცესში ჩართული ქართული მხარე და რატომ მოხდა მაინც და მაინც არჩევნების შემდეგ მირტაგ ასადოვის გათავისუფლება.
ცნობისთვის, მირტაგი ასადოვი, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დამცველია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე წვრილმანი ხულოგნობის ბრალდებით 7 ნოემბერს დააკავეს.
მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ოჯახის ახლობლებს სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა შეატყობინა, რომელსაც მგზავრები და მათ შორის მირტაგი ასადოვიც ბაქოს მიმართულებით გადაჰყავდა.
ამასთან, აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა, რომ დაკავება ბაქოს ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლო განჩინების თანახმად, რომელიც მისმა ადვოკატმა მოიპოვა, მირტაგი ასადოვი 8 ნოემბერს, ქალაქ ბაქოში, 12:30 საათზე, ნარიმანოვის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე სახლთან დააკავეს, რა დროსაც ის მობილურზე ხმამაღლა საუბრობდა და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. მას სამოქალაქო ფორმიანი პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ და შენიშვნა მისცეს, რაზეც ოქმის თანახმად, ასადოვი უფრო გაბრაზდა.
სასამართლო განჩინების თანახმად, ასადოვმა ბრალი აღიარა. მას 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


