უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ნოემბერი, 2025 18:10
font-size

საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა- გაფართოების ანგარიში

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე 2025 წლის კომუნიკეში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ქვედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება.

აღინიშნება, რომ მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, სასამართლოს სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით, ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით.

“ევროკომისია ქართველი ხალხისადმი თავის ურყევ მხარდაჭერასა და ევროპული მომავლისკენ ქართველების მხარდაჭერის გაგრძელებისთვის თავის მზაობას იმეორებს.

საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება. მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო მთელი სპექტრის საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს - სასამართლოს სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით, ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით. ბალანსისას და დემოკრატიულად გადაწყვეტილების მიღების პრინციპის წაშლამ, ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის არარსებობასთან ერთად, გამოიწვია აღმსარულებელი ძალის გაძლიერება, მათ შორის სახელმწიფო მიტაცება.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებასმ არ ეძიოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან და ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფის საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ვალდებულებისგან მათი გადახვევა.

პარალელურად, საქართველოს მთავრობამ სისტემატურად გაავრცელა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია, და რელევანტური რეფორმების (მაგალითად, 9 ნაბიჯის) აღსრულებისადმი არავითარი პოლიტიკური მზაობა არ გამოხატა, რომლებიც 2023 წლის 8 ნოემბერის ევროკომისიის რეკომენდაციებში არის ასახული და რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის გზაზე ქვეყნის პროგრესისთვის.

საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა. შედეგად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია. სანამ საქართველოს მთავრობა ქვედებების თავის კურსს არ შეცვლის, ევროკომისიამ, თავის მხრივ, ევროპულ საბჭოსთან ერთად, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები შეამცირა, შეაჩერა ორმხრივი დახმარება, რომელიც პირდაპირ არგებდა საქართველოს მთავრობას, და ასევე გააძლიერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ძალისხმევები. 2025 წლის იანვარში, ევროკომისიის წინადადებაზე დაყრდნობით, ევროპულმა საბჭომ ევროკავშირი-საქართველოს სავიზო შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერება გადაწყვიტა, და ქართული დიპლომატიური და სამსახურეობრივი/ოფიციალური პასპორტების მქონეებისთვის სავიზო გამონაკლისები შეაჩერა,” - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი