პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ აქვს უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან - დავით ზალკალიანი
„ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ პირველ რიგში გულისხმობს, რომ საქართველო სამშვიდობო პოლიტიკის ერთგულია. ეს ინიციატივები მიმართულია იქითკენ, რომ რეგიონში გამყარდეს სტაბილურობა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რაც შეიძლება ფართოდ ჩაერთონ იმ პოზიტიურ ინიციატივებში და იმ სიკეთეებში, რომელსაც საქართველო მიიღებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიტიურ გამოხმაურებებს, მათ შორის ევროკავშირისა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ინიციატივას აქვს უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. გაკეთდა ევროკავშირის განცხადებები, ასევე მას გამოეხმაურა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები. მხარდაჭერა დაფიქსირდა საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრაზე სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა აღნიშნულ ინიციატივაზე. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერა და ჩართულობა, აღნიშნული ინიციატივით გათვალისწინებული ყველა ინსტრუმენტის ამოქმედებისა და დოკუმენტის რეალიზებისათვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


