პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარტნიორების დარწმუნება შეძლო- მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხიელ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოში 2013 წელს რეფორმების გატარება დაიწყო, რამაც შესაძლებლობა მოიტანა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირში პოლიტიკური მსჯელობა დაწყებულიყო.
ამის შესახებ ჯანელიძემ მთავრობის დღევანდელი სხდoმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ, ქართულმა დიპლომატიამ შეძლო პარტნიორების დარწმუნება, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„რეფორმები განხორციელდა 2013 წლის დასაწყისიდან და ჩვენ ამით მივიღეთ შესაძლებლობა, რომ უკვე პოლიტიკური მსჯელობა დაწყებულიყო საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. გასულ წელს, მიუხედავად არასახარბიელო ფონისა, საქართველომ, საქართველოს მთავრობამ და ქართულმა დიპლომატიამ, შეძლო ჩვენი პარტნიორების დარწმუნება, როგორც პოლიტიკოსების, ასევე წევრი ქვეყნების, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის“,-აღნიშნა ჯანელიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


