სამართალი
საქართველოს მთავრობა საქმის განხილვის დასრულებამდე მოითხოვს რუსთავი 2-ის გადაცემას ხალვაშისთვის - ნიკა გვარამია
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოდან მას პასუხი მოუვიდა, რომლის მიხედვით საქართველოს მთავრობა საქმის განხილვის დასრულებამდე მოითხოვს, დაუყოვნებლივ მოიხსნას დროებითი ღონისძიება და არხი გადაეცეს ქიბარ ხალვაშს. გვარამიას თქმით, ტელევიზიის მხრიდან მიკერძოებისა და სიცრუის გავრცელების დასადასტურებლად იუსტიციის სამინისტროს ევროპული საქართველოსა და აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებები მოჰყავს.
„მოკლედ, რა ხდება. მოვიდა სტრასბურგიდან საქართველოს სახელმწიფოს პასუხი. სხვა დანარჩენთან ერთად, საქართველოს მთავრობა ითხოვს, სანამ საქმის განხილვა დასრულდება, დაუყოვნებლივ მოიხსნას დროებითი ღონისძიება და რ2 გადაეცეს ხალვაშს (კანონიერ მესაკუთრესო, ასე წერენ). ნუ, ამათ რა აწუხებთ და ამ მოთხოვნით რას ამტკიცებენ, გასაგებია.
ახლა, მოკლედ, ქვემოთ რაც დავდე იმის შესახებ. აბა, გარდა იმისა, რომ ჩემი ბრიფინგებით რ2 სასამართლოს იმიჯს ლახავს და სიცრუეს ავრცელებს, კიდევ რა მოიყვანა იუსტიციის სამინისტრომ რ2-ის მხრიდან მიკერძოების და სიცრუის გავრცელების მაგალითად? როგორც ნავარაუდევი იყო 100%-იანი სიზუსტით - ევროპული საქართველოს და აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებები.
სირცხვილია, მეგობრებო თუ ყოფილო მეგობრებო, უკიდურესი სირცხვილი“, - დაწერა გვარამიამ ფეისბუკზე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


